17 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტში ევროკავშირის ერაზმუს პლიუს ჟან მონეს მოდულის “Enlargement Georgia” ფარგლებში გაიმართა შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში.
შეხვედრის ფარგლებში ბელგიის ელჩმა აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქმენეთში, მისი აღმატებულება ჟულიან დე ფრაპონმა წაიკითხა მოხსენება თემაზე: “Navigating Uncertainty: Europe’s Enlargement with the Caucasus Amid Global Geopolitical Shifts”. ელჩმა ყურადღება გაამახვილა ევროპის როლზე ახალ გლობალურ გამოწვევებში.
ღონისძიების მოდერატორი იყო ნინო ლაპიაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი და ჟან მონეს მოდულის ხელმძღვანელი.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი მადლობას უხდის ყველა სტუდენტსა და აკადემიურ პერსონალს მათი აქტიური ჩართულობისა და საინტერესო კითხვებისთვის.